Thumbnail
  • 33 წლის მებრძოლმა ილია თოფურიაზე ისაუბრა
  • დეიმონი ილიასა და პედი პიმბლეტის პოტენციურ ბრძოლასაც შეეხო

UFC-ის მებრძოლმა დეიმონ ჯექსონმა LowKick MMA-ის პოდკასტში სტუმრობისას ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ქართველმა გამოცდილი ამერიკელი 2020 წელს ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ UFC-ში დაბრუნების შემდეგ 33 წლის ჯექსონმა 4 ჩხუბი გამართა და მხოლოდ ილიასთან დამარცხდა. 

ილიას შეფასება: "თოფურია ძალიან მაგარი ბიჭია. ილია იმაზე უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მე მეგონა. როცა საწვრთნელ ბანაკს ვიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ბრძოლა ძირითადად პარტერში წარიმართებოდა, ბევრი ჭიდაობა და გრეპლინგი იქნებოდა. ჩხუბისთვის მომზადების პროცესში კრივზე აქცენტი არ გამიკეთებია, არც შეტევაზე, არც დაცვაზე. წარსულში რომ დავბრუნდე, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. შევცდი, რომ სრულად განსხვავებული სტილის ბრძოლას ველოდი. მან კი ჯერ აფერკოტი მომარტყა, მე უკან სწორად დავიხიე, თუმცა მისი ჯებიც მომხვდა და ბადეს მიმანარცხა. გაცლით სწორად მოვიქეცი, ვიცოდი, რომ ძლიერი მარჯვენა ჰქონდა, მაგრამ იმდენად მტკივნეული დარტყმა მივიღე, რომ მისი მუშტებისგან თავის არიდება ვეღარ შევძელი.

ყველაფერი ადგილზე დამიმთავრა, ძალიან მაგრად იჩხუბა. სუპერ სოლიდური მებრძოლია, დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი მასთან კიდევ ერთხელ, მაგრამ მსგავსი რემატჩების მიღება ძალიან რთულია. მოკლედ რომ ვთქვა, ილია ძალიან მაგარი ბავშვია, აუცილებლად დიდ სახელს მოიხვეჭს."

თოფურია ჯექსონის წინააღმდეგ

პედი პიმბლეტთან სავარაუდო ჩხუბზე: "თუ თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის ბრძოლა გაიმართება, ვინ მოიგებს? 100%-ით ილია გაიმარჯვებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პედი უბრალოდ თრეშია. მისი პოპულარობის გასაზრდელად უსახელო და სუსტი მოჩხუბრებით უნდა გამოკვებონ. კარგი გამრთობი პირადი თვისებების გამო არა, როგორც მებრძოლის, მისი უნარები ნაკლებად შთამბეჭდავია. კარგი რამ მხოლოდ მისი განწყობა და ჯიუ ჯიცუა, მას განვითარება სჭირდება. პიმბლეტს ილიასთან ჩხუბი არაფერს მისცემს და მგონია, რომ ამ მატჩს UFC არ ჩანიშნავს. ვთვლი, რომ ორგანიზაციას თოფურიას პოპულარობის ზრდა უნდა, მაგრამ ამის გაკეთება პედის ხარჯზე არ აწყობთ, რადგან მას შეუძლია ფანთა არმია შეიძინოს და ამას დასაწყისშივე არ დაამსხვრევენ. ვვარაუდობ, რომ 2 სუსტ მეტოქეს მისცემენ და მერე ნამდვილ ტესტს მოუწყობენ, როგორც ეს შონ ო’მალის შემთხვევაში მოხდა."

ილია თოფურია, ამჟამად, UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის მე-15 ნომერი გახლავთ. ქართველი სურვილი 2022 წელს კიდევ 2-3 ბრძოლა გამართოს. თუმცა, ჯერ უცნობია, ვის შეიძლება დაუპირისპირდეს 25 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები