Thumbnail
  • ტენერიფე 78:91 ბასკონია
  • გიორგი შერმადინის 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ 33-ე ტურში ბასკონიას უმასპინძლა და 13 ქულით დამარცხდა - 78:91. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ტენერიფეს კალათბურთელები გადაღლილები იყვნენ და ეს პირველ ტაიმშიც გამოჩნდა, სადაც სტუმრები 18 ქულით წინ გავიდნენ - 51:33.

გიორგიმ პარკეტზე 22:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულას, 5 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფე მიმდინარე სეზონში მე-13-ედ დამარცხდა.

ქართველი ცენტრის გუნდი ბოლო ტურში ანდორას წინააღმდეგ ითამაშებს. სავარაუდოდ, გიორგის კლუბი პლეი ოფში ვალენსიას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები