Thumbnail

'მათ პუტინის დამარცხება არ სურთ' – ბრიტანეთში ფედერერს და ნადალს შეუტიეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თითქოს არც გაუგიათ უკრაინაში რა ხდება. იქნებ ეს ყველაფერი არც აინტერესებთ?!'
  • ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები გააკრიტიკა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბრიტანელი დეპუტატი კრის ბრაიანტი როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის კრიტიკით გამოვიდა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავები უკრაინასთან ომში ვლადიმირ პუტინის დამარცხების მომხრეები სულაც არ არიან.

“ფედერერი და ნადალი უნდა გამოტყდნენ, რომ სულაც არ სურთ, რომ პუტინმა წაიფორხილოს. საერთოდ ეს საკითხი ანაღვლებთ? მამაკაცთა ტური საერთოდაც აღმაშფოთებლად იქცევა. მათ თითქოს არც გაუგიათ უკრაინაში რა ხდება. იქნებ ეს ყველაფერი არც აინტერესებთ?!”.

ბრიტანელი პოლიტიკოსის აღშფოთება იმ ცნობას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ATP ტური უიმბლდონის წინააღმდეგ წასვლას აპირებს. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ტურნირიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების მოკვეთის გადაწყვეტილება სამიოდ კვირის წინ იქნა მიღებული.

ამ ფონზე, ATP-ს მოთამაშეთა საბჭო ინიციატივით გამოდის, რომ ბრიტანულ ტურნირზე სარეიტინგო ქულები აღარ გათამაშდეს ანაც იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც უიმბლდონზე ვერ ითამაშებენ, ქულები შეუნარჩუნდეთ.

კრის ბრაიანტის მიერ კონკრეტულად ფედერერისა და ნადალის მიმართ უკმაყოფილება იმითაა გამოწვეული, რომ შვეიცარიელ და ესპანელ ჩოგბურთელებს არსებულ ვითარებზე მკაფიო პოზიცია ჯერაც არ დაუფიქსირებიათ.
 

კომენტარები

ბოლო ამბები