Thumbnail

სიურპრიზი საჯინიბოში - იოკიჩს MVP-ს ჯილდო სერბეთში ჩაუტანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დენვერელთა დელეგაცია სერბ ვარსკვლავს მის მშობლიურ ქალაქში ესტუმრა
  • ნიკოლა იოკიჩი NBA-ს რეგულარული სეზონის MVP ზედიზედ მეორედ გახდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

NBA-ს ხელმძღვანელობამ სიურპრიზი მოუწყო დენვერ ნაგეთსის ვარსკვლავ ნიკოლა იოკიჩს, რომელსაც ლიგის MVP-სთვის კუთვნილი ჯილდო სერბეთში გადასცა.

საინტერესოა, რომ იოკიჩის მშობლიურ ქალაქ სომბორში დენვერელთა საკმაოდ დიდი დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც გუნდის მოთამაშეების გარდა, ნაგეთსის მთავარი მწვრთნელი მაიკლ მელოუნიც იყო. თანაგუნდელებმა სერბ ცენტრს მისსავე კუთვნილ საჯინიბოზე მიაკითხეს, თავად ნიკოლა კი ცხენშებმული ორთვალათი გამოჩნდა და სიხარული არ დაუმალავს.

აღსანიშნავია, რომ სეზონის MVP-სთვის განკუთვნილ ჯილდოს, როგორც წესი, საპლეიოფო მატჩების წინ გადასცემენ, თუმცა, დენვერი პლეი ოფს ჯერ კიდევ პირველ რაუნდში გამოეთიშა, ამდენად, ნაგეთსის კალათბურთელები უკვე სრულად შვებულებაში არიან გაშვებულნი. იოკიჩსაც სამშობლოში ამიტომ ჩააკითხეს.

სერბმა ვარსკვკლავმა პრესტიჟული პრიზი ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა, თანაც წელს შარშანდელზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა. ნიკოლამ ქულებსა და მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – საშუალოდ 27.1 ქულა და 13.8 მოხსნა. ამასთანავე, თითოეულ მატჩში, საშუალოდ, 7.9 შედეგიან პასს აკეთებდა, რაც ლიგაში მერვე მაჩვენებელია. იოკიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 2000+ ქულა, 1000+ მოხსნა და 500+ ასისტი დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები