Thumbnail
  • ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
  • ბარსა მზადაა, 25 წლის ფეხბურთელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არსებობს მოლოდინი, რომ ფრენკი დე იონგმა ბარსელონა მომავალ ზაფხულში დატოვოს. როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბი მზადაა, ნიდერლანდელ ნახევარმცველს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. 

Diario Sport-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება, ოღონდ, ინგლისური კლუბი, რომელშიც ახალი სეზონიდან მთავარ მწვრთნელად დე იონგის თანამემამულე და კარგად ნაცნობი ერიკ ტენ ჰაგი იმუშავებს, ტრანსფერისთვის მხოლოდ 70-80 მილიონი ევროს იმეტებს.

ფრენკი დე იონგს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი Tranfermarkt კი მოთამაშეს 70 მილიონ ევროდ აფასებს. 

ცნობილია ისიც, რომ თავად დე იონგს ბარსელონაში დარჩენა სურს, კატალონიურ კლუბს კი ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება უფრო მეტად იმისთვის სჭირდება, რომ ფინანსური პრობლემები მოიგვაროს.

და მაინც, ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი ამაზე თანხმობას თავად ნახევარმცველი განაცხადებს, ბარსელონა კი მისთვის დამაკმაყოფილებელ წინადადებას მიიღებს. 

ფრენკი დე იონგი და ერიკ ტენ ჰაგი ერთად აიაქსში მუშაობდნენ

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში ამსტერდამის აიაქსიდან 2019 წელს გადავიდა. ნახცევარმცველმა 2021/22 წლების სეზონში კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 45 მატჩში დაიცვა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები