Thumbnail
  • ვალენსიამ 21 წლის მეკარესთან კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება დაიწყო
  • გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანა 20-იდან 30 მილიონ ევრომდე გაიზრდება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიასთან ახლო მომავალში გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს, რომლის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და შედეგს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. 

"ამ სეზონში ვალენსიაში ერთ-ერთი იშვიათი კარგი ამბავი გიორგი მამარდაშვილის მოულოდნელი გამოჩენა იყო. ქართველი ვალენსიაში იჯარით დინამო თბილისიდან მოვიდა, წლის ბოლოს კი კლუბმა მისი 800 000 ევროდ გამოსყიდვის ოპციით ისარგებლა. მეკარესთან 2024 წლამდე გაფორმებულ კონტრაქტში, რომელიც ერთი წლით გახანაგრძლივებას ითვალისწინებს, პირგასამტეხლო თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველის მიერ ნაჩვენები დონის გათვალისწინებით, ეს უკვე არასაკმარისია.

გიორგიმ ვალენსიაში პირველი მეკარის სტატუსი იასპერ სილესენს დაათმობინა

საშობაოდ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, ლა ლიგაში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებისა და გუნდის ესპანეთის თასის ფინალში გაყვანის გამო, გიორგიმ სილესენს საბოლოოდ დაათმობინა პოზიციები, ვალენსიაში კი დარწმუნდნენ, რომ მამარდაშვილი კლუბის დღევანდელი და მომავლის მეკარეა. 

ვალენსიამ და ფეხბურთელმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება კონტრაქტის გაუმჯობესებაზე, სადაც გუნდში მისი როლიც იქნება გათვალისწინებული. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი შედგა და მათი ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიულია. მამარდაშვილი კმაყოფილია ვალენსიაში თამაშით და სურს, რომ კვლავაც გააგრძელოს მისი კარის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კლუბებისგან მის მიმართ ინტერესი არსებობს. ის თავისი კარიერისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ისეთ დიდ კლუბში დამკვიდრებას, როგორიც ვალენსიაა და აქ თავს მომავალ სეზონებშიც ხედავს", - წერს ესპანური გამოცემა, რომელიც დასძენს, რომ კონტრაქტის გაუმჯობესებას რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ, მასში ქართველი მეკარის გამოსასყიდ თანხად უკვე 30 მილიონი ევრო იქნება მითითებული.

21 წლის ქართველი მეკარე ვალენსიაში ბედნიერია

გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში შარშან ზაფხულში, იჯარით გადავიდა, მოგვიანებით კი ესპანურ კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის ქართველმა მეკარემ "ღამურების" ღირსება ესპანეთის ჩემპიონატის 18 მატჩში დაიცვა, გაუშვა 20 გოლი, 8 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა. გიორგიმ კიდევ 3 შეხვედრა ესპანეთის თასზე ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები