Thumbnail

'ამ შემთხვევაში სანქციები იქნება' - ამელი მორესმო რუს ჩოგბურთელებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ამ პროცესს ძალიან ყურადღებით გავაკონტროლებთ'
  • როლან გაროსის დირექტორის განცხადება
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არ არის გამორიცხული უიმბლდონის მსგავსად, წლევანდელი როლან გაროსიც რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების გარეშე ჩატარდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რომელიმე მათგანი რუსეთის მთავრობის მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ღია პირველობის დირექტორმა ამელი მორესმომ ისაუბრა:

“ეს ძალიან რთული საკითხია და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ სჩანს. ამდენად, იმ ხაზს ვემორჩილებით, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს შემუშავებული ჯერ კიდევ მარტიდან. შედეგად, რუსეთის და ბელარუსის ნაკრებები საქმეს ჩამოშორებულები არიან, ინდივიდუალურად კი, სპორტსმენები მკაცრი ნეიტრალიტეტის ფონზე ასპარეზობენ. ამ პროცესს ძალიან ყურადღებით გავაკონტროლებთ. თუკი რომელიმე რუსი ჩოგბურთელი მთავრობის მხარდასაჭერ განცხადებას გააკეთებს, სანქციები აუცილებლად იქნება”.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონიდან რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ოფიციალურად არიან მოკვეთილნი, დიდი სლემის სხვა ტურნირებს კი მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამჟამინდელი მდგომარეობით, იგივე როლან გაროსზე, რომელიც 22 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში არის დაგეგმილი, რუსები და ბელარუსები ნეიტრალური სტატუსით, დროშის გარეშე გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები