Thumbnail

ზედიზედ მე-3 მოგება სტუმრად - დინამო თბილისი ლიდერს მიუახლოვდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო თბილისმა დინამო ბათუმის მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა. კახა ცხადაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორში, დილას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. თამაში დაძაბული იყო, მაგრამ არცთუ მაღალი ხარისხის და რეალური საგოლე მომენტები ბევრი ნამდვილად არ შექმნილა.

თბილისელებმა გორში უსმანე კამარას გოლით მოიგეს, რომელმაც ლევან ოსიყმაშვილის კარგი პასის მერე მასპინძელთა კარი შორეულ კუთხეში დალაშქრა. კამარა გასულ სეზონში სწორედ დილაში თამაშობდა და გატანილი გოლი არ უზეიმია. დარჩენილ დროში ცხადაძის შეგირდებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

დინამო თბილისმა ზედიზედ მე-3 საგარეო თამაში მოიგო, ხოლო ბოლო 4 ტურში 10 ქულა დააგროვა და 25 ქულით მე-2 ადგილზე გადავიდა. ლიდერ დინამო ბათუმთან ჩამორჩენა ახლა მხოლოდ 3 ქულაა. ცხადაძის გუნდი მომდევნო ტურში 16 მაისს, საბურთალოს შეხვდება.

გორის დილამ ზედიზედ მე-2 მარცხი განიცადა, ბოლო 4 ტურში კი მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ამგვარად, 22 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციას საბურთალოსთან ერთად იყოფს. ანდრეი დემჩენკოს გუნდის მომდევნო მეტოქე 17 მაისს, ბოლნისის სიონი იქნება.

დილა 0:1 დინამო თბილისი

გოლი: 0:1 კამარა (25)

დილა (4-3-3): კანევცევი - გაფრინდაშვილი, ნონდი, ჭიჭინაძე, ვანდერსონი - სანტოსი, მოსიაშვილი (71. დრამე), გაგნიძე - ღუდუშაური (82. ლომთაძე), კაპანაძე (82. მაქაცარია), გომისი (61. ვაგნერი).

დინამო თბილისი (4-2-3-1): პრიეტო - მალი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე - მექვაბიშვილი (75. ხვადაგიანი), ოსიყმაშვილი (85. პაპავა) - ბარნსი (69. კირკიტაძე), ლომინაძე (69. მოისწრაფიშვილი), კამარა - ბილენკი (75. გაბედავა).

კომენტარები

ბოლო ამბები