- ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა
- ქართველმა სუმოისტმა ბალანსი გაათანაბრა
ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე სიტუაცია გამოასწორა და ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი მე-9 მაეგაშირა ნაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით მეტოქის დამარცხება მოახერხა.
ამგვარად, ლევანმა ბალანსი გაათანაბრა - 3 მოგება და 3 წაგება. აქვე გეტყვით, რომ გორგაძემ სარეიტინგო წინსვლა რომ განაგრძოს, ტოკიოში მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება) მაინც უნდა დააფიქსიროს.
ტოჩინოშინი 14 მაისს მე-7 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს (5 მოგება, 1 წაგება) და გამარჯვების შემთხვევაში პირველად მიმდინარე ბაშოზე დადებით ბალანსს დააფიქსირებს.
კომენტარები