Thumbnail

პარიზი 2024 | ნინო სალუქვაძის რეკორდს უზბეკი ტანმოვარჯიშე ემუქრება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ოკსანას ოლიმპიადაზე მონაწილეობის მხრივ ნინოს რეკორდის გამეორება სურს
  • ნინო სალუქვაძეს კი შეუძლია აბსოლუტურ რეკორდსმენ იან მილარს დაეწიოს

სპორტულ ტანვარჯიშში ოლიმპიადაზე მონაწილეობის მხრივ რეკორდსმენმა 46 წლის უზბეკმა ტანმოვარჯიშე ოკსანა ჩუსოვიტინამ განაცხადა, რომ 2024 წლის ოლიმპიადაზეც აპირებს ასპარეზობას და ნინო სალუქვაძის რეკორდის გამეორება სურს. ბუნებრივია, ამისთვის უზბეკს ჯერ ლიცენზიის მოპოვება სჭირდება. 

ოლიმპიადაზე ქალებს შორის ყველაზე მეტჯერ, სწორედ ქართველი მსროლელი გამოსულა - ნინომ 9 სხვადასხვა ქალაქში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ოკსანა ჩუსოვიტინა ქართველ სპორტსმენს ერთით ჩამორჩება. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობით აბსოლუტური რეკორდსმენი კი კანადელი ცხენოსანი იან მილარი გახლავთ (10 ოლიმპიადა). 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 53 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს კარიერა არ დაუსრულებია და არაა გამორიცხული, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზური მოიპოვოს. თუ სალუქვაძე ამას მოახერხებს, სარეკორდო მაჩვენებლით სწორედ იან მილარს გაუთანაბრდება. რაც შეეხება ოკსანა ჩუსოვიტინას, ის ოლიმპიადებზე საბჭო კავშირის, უზბეკეთისა და გერმანიის სახელით გამოდიოდა, 8 ოლიმპიადაზე 2 მედალი (1 ოქრო, 1 ვერცხლი) მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები