Thumbnail

მეორე დღეა, ბაიერნის გარშემო განგაშია.

როგორც იცით, რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენური გრანდიდან წასვლა გადაწყვიტა - კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობს და რეკორდმაისტერმა ის ან ახლავე უნდა გაყიდოს, ან გაისად უფასოდ დაკარგავს.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიერნის პრეზიდენტმა პოლონელ გოლეადორთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა: “რობერტ ლევანდოვსკის ჩვენთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ის მას ბოლომდე შეასრულებს!” - თქვა ჰერბერტ ჰაინერმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლევანდოვსკის ნაადრევი წასვლა გამორიცხულია - ის რეკორდმაისტერში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს და მიუნხენური გრანდი მზადაა, გაისად უფასოდ გაუშვას.

აღსანიშნავია, რომ ჰაინერი ბოლო დროს ლევანდოვსკისთან დაკავშირებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედი ჰქონდა, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდებოდა. პოლონელმა ბაიერნის შეფებს გასულ კვირაში აცნობა, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. 33 წლის ბომბარდირს, რომელმაც მიუნხენში ყველაფერი მოიგო, ბარსელონაში გადასვლა უნდა.

ჰაინერის ამ განცხადების შემდეგ ბუნდოვანია, როდის გადავა ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდში და გადავა თუ არა საერთოდ.

კომენტარები

ბოლო ამბები