Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 95:108 ბოსტონ სელტიკსი
  • სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3
  • თამაშის შემდეგ მილუოკის ქუჩებში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა  

მილუოკიში, არენა "ფაისერვ-ფორუმზე", NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეექვსე მატჩი გაიმართა, რომელშიც ბაქსმა, მთავარი ვარსკვლავის, იანის ანტეტოკუნმპოს შედეგიანი თამაშის მიუხედავად, სელტიკსს ვერ აჯობა და შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3-3.

სტუმრების გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ჯეისონ ტეიტუმს მიუძღვის. ბოსტონის ფორვარდმა 46 ქულა მიითვალა, რასაც 9 მოხსნა და 4 პასი დაუმატა. ბაქსში ორმაგი დუბლით გამოირჩა ბერძენი ვარსკვლავი. იანისის ანგარიშზე 44 ქულა, 20 მოხსნა და 6 პასი იყო. 


მატჩის შემდეგ მილუოკიში ტრაგედია დატრიალდა. თამაშის დასრულებისთანავე უცნობმა პირმა არენა "ფაისერვ-ფორუმის" სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღაიდან სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 წლის გოგონა, ორი კი დაიჭრა. 

სროლისგან დამფრთხალმა გულშემატკივრებმა თავშესაფრის ძიება ქუჩაში დაიწყეს, რასაც კიდევ უფრო დიდი პანიკა მოჰყვა. გარკვეული დროის შემდეგ რაიონს ალყა პოლიციელებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემოარტყეს, ეჭვმიტანილი კი - 26 წლის მამაკაცი დააკავეს. 

რაც შეეხება მილუოკი-ბოსტონის დაპირისპირებას,, გუნდებს სერიაში გამარჯვებულის გამოსავლენად მეშვიდე თამაშის ჩატარება მოუწევთ, რომელიც 15 მაისს გაიმართება. ამჯერად მასპინძელი სელტიკსი იქნება და გამარჯვებული აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მაიამი ჰიტს შეუწყვილდება.

კომენტარები

ბოლო ამბები