Thumbnail

ადვოკატმა შეთანხმებას მიაღწია - მიკოლი ციხიდან გამოუშვეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფაბრიციო მიკოლი მაფიოზური მეთოდებით თანხის გამოძალვისთვის გაასამართლეს
  • ყოფილი ფეხბურთელი სასამართლომ ციხიდან გაათავისუფლა, მიკოლის პირობითი მსჯავრი დაუტოვეს

2021 წლის ნოემბერში რომის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ფაბრიციო მიკოლის მიმართ გამოტანალი განაჩენი, რომელიც მაფიოზური მეთოდების გამოყენებით გამოძალვისთვის თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთას ითვალისწინებდა.

იტალიელი მოთამაშე ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელისგან 12 ათასი ევროს მიღებას ძალადობითა და მუქარით ცდილობდა, რაც სასამართლომ დაადასტურა. ციხეში გატარებული 6 თვის შემდეგ, მიკოლის ადვოკატმა მოსამართლესთან შეთანხმებას მიაღწია და ფაბრიციო ახლა უკვე თავისუფალია. მიკოლის პირობითი მსჯავრი აქვს, რაც განაჩენის აღსრულების გადავადების სპეციალურ ფორმაა.

მის საქმიანობას მომდევნო წლების განმავლობაში პრობაციის ბიურო გააკონტროლებს. გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, თუ მიკოლი ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას და ამას პრობაციის ბიუროც დაადასტურებს, სასამართლო მას პირობით მსჯავრს გაუუქმებს.

ფაბრიციო მიკოლიმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ 2015 წელს გამოაცხადა. ფორვარდი ძირითადად სერია A-ს კლუბებში - იუვენტუსში ფიორენტინაში, ლეჩესა და პალერმოში გამოდიოდა. მან ასევე ითამაშა ლისაბონის ბენფიკაში. ფეხბურთელს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები