Thumbnail

მოგებათა სერია გრძელდება! ტოჩინოშინმა კოტოეკო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მეოთხე დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველმა სუმოისტმა მე-7 მაეგაშირა კოტოეკო დაამარცხა

ნაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში კოტოეკოს დაუპირისპირდა და მეოთხე ბრძოლა მოიგო. ბაშოს სტარტზე გორგაძეს ზედიზედ სამი მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც მან ზედიზედ ოთხი დაპირისპირება მოიგო.

ტოჩინოშინმა მეტოქეს უვატენაგეს ილეთით აჯობა. ლევანს კიდევ 4 მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, ის ახლა მე-9 მაეგაშირაა. მისი მომდევნო მეტოქე ნაცუ ბაშოს მე-8 დღეს მე-6 მაეგაშირა ურა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები