Thumbnail

აზარის მიზანი რეალში დარჩენაა - ბელგიელი ამაღლებულ განწყობაზეა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • შესაძლოა, ედენ აზარმა კვირას კადისის წინააღმდეგ ითამაშოს
  • ბელგიელი ფეხბურთელის მიზანი მუნდიალისთვის მზადყოფნაა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ედენ აზარი ამაღლებულ განწყობაზეა და მადრიდულ კარიერაზე ბოლომდე ორიენტირებულია. ბელგიელის მიზანი კარგ ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩადგომაა.

29 მარტს განხორციელებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თითქმის ყველას ეგონა, რომ 31 წლის შემტევისთვის სეზონი დასრულებული იყო. თუმცა ახლა ბელგიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და არის მოლოდინი, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კვირას ედენს კადისთან მატჩში გარკვეული სათამაშო დრო მისცემს.

დარჩება თუ არა ედენ აზარი მადრიდის რეალში სეზონის შემდეგაც, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა თავად ფეხბურთელი მოტივირებულია და ზაფხულში კლუბის გამოცვლას ნამდვილად არ აპირებს.

ედენ აზარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეალში დარჩენასთან ერთად, რაც შეიძლება მალე კარგ ფორმაში შესვლაა. მიმდინარე წლის ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატია. ბელგიელს სურს, რომ მუნდიალისთვის სრულ მზად ყოფნაში იყოს და ნაკრებს მაქსიმალურად დაეხმაროს.

აზარი მადრიდის რეალში ლონდონის ჩელსიდან 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. "სამეფო კლუბში" მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა ხშირმა ტრავმიანობამ 31 წლის შემტევს თავისი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება არ მისცა. ბელგიელმა ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი მხოლოდ ასისტით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები