Thumbnail

ჩინეთმა აზიის თასის მასპინძლობაზე უარი თქვა - მიზეზი პანდემიაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აზიის თასი ჩინეთის 10 ქალაქში 2023 წელს უნდა ჩატარებულიყო
  • ქვეყანამ ტურნირის მასპინლობაზე უარი პანდემიის გამო თქვა

ჩინეთმა ფეხბურთში 2023 წლის აზიის თასის მასპინძლობაზე უარი თქვა. აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) ცნობით, ტურნირის მიღებაზე უარის მიზეზი ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და მისგან გამოწვეული კოვიდშეზღუდვებია.

"ახლახან ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ აზიის ფეხბურთის კონფედერაციას აცნობა იმის შესახებ, რომ ვერ შეძლებს 2023 წელს აზიის თასის მასპინძლობას ვერ შეძლებს", - ნათქვამია AFC-ის განცხადებაში.

აზიის თასი, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში კონტინენტის 24 ნაკრები მონაწილეობს, ჩინეთის 10 ქალაქში 2023 წლის 16 ივნისიდან 16 ივლისის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო. აზიური ტურნირის ჩატარების ახალი ადგილის შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. 

კოვიდი სპორტულ ღონისძიებებს პრობლემებს ისევ უქმნის

აზიის თასის გათამაშება ბოლოს 2019 წელს ჩატარდა და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კატარის ნაკრებია, გამარჯვებების მხრივ რეკორდსმენი კი იაპონიაა, რომელმაც წარმატებას ოთხჯერ მიაღწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები