- ლიონი 20:18 უოსპსი
- ნინიაშვილმა და საღინაძემ მატჩი ძირითადში დაიწყეს
დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონმა ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში ინგლისურ უოსპსს უმასპინძლა და მეტოქე 2 ქულის სხვაობით დაამარცხა - 20:18. ნინიაშვილმა და საღინაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და შეხვედრა სრულად ჩაატარეს.
ნინიაშვილმა ბურთით 102 მეტრი იარა, ბურთი 6-ჯერ წაიღო, 2 პასი გააკეთა და 5 ბოჭვა შეასრულა. საღინაძემ ბურთი 11 მეტრი, ბურთი 7-ჯერ წაიღო, 1 პასი გააკეთა და მეტოქე 9-ჯერ შებოჭა.
ფინალი მარსელი სტადიონზე გაიმართება. 27 მაისს სტად ველოდრომზე ლიონის მეტოქე სარასენსსა და ტულონს შორის გამარჯვებული იქნება.
კომენტარები