Thumbnail

საპატიო დერეფანი ჰაალანდს, ფრაიბურგი ლიგას ვერ შეწვდა - ბუნდესლიგა დასრულდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბუნდესლიგის 2021/22 წლების ჩემპიონატი დასრულებულია. ბოლო ტურმა გაარკვია, რომ შტუტგარტმა გავარდნა აიცილა, ხოლო ლაიპციგი კიდევ ერთ სეზონს გაატარებს ჩემპიონთა ლიგაზე. 

მაშ ასე, მომავალ სეზონში ბუნდესლიგას ლიგაზე წარადგენენ ჩემპიონი ბაიერნი (77 ქულა, +60 გოლთა თანაფარდობა); დორტმუნდი (69 ქულა); ლევერკუზენი (64) და ლაიპციგი (58). მოკლედ, ვოლფსბურგი ლევერკუზენმა ჩაანაცვლა, ტრიო კი უცვლელი რჩება. 

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონატი 35 გოლით დაასრულა

დორტმუნდმა ბოლო ტურში ჰერტასთან "ქამბექი" შეძლო და 2:1 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში გუნდი ერლინგ ჰაალანდს დაემშვიდობა, რომელმაც გოლი (პენალტით) გაიტანა. ნორვეგიელ ფორვარდს გუნდელებმა საპატიო დერეფანი მოუწყეს, ის კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს. ჰაალანდმა 22 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილი დაიკავა. 

რობერტ ლევანდოვსკიმ 35-ე გოლი გაიტანა, თუმცა ვოლფსბურგთან ბაიერნმა ვერ მოიგო, მასპინძლებმა 0:2 ამოქაჩეს და ფრეს (2:2 მიაღწიეს). ევროპალიგაზე ითამაშებენ: უნიონ ბერლინი (57 ქულა) და ფრაიბურგი (57), ხოლო კონფერენსლიგის პლეი ოფში - კიოლნი (52). 

ბუნდესლიგას დაემშვიდობნენ: არმინია (28) და ფიურტი (18), ჰერტა კი სარელეგაციო პლეი ოფში ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები