Thumbnail

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია! ქართველი ნახევარმცველის გუნდმა ეს ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა. ექსტრაკლასას 33-ე ტურში ლეხმა პოზნანურ დერბიში სტუმრად ვარტა დაამარცხა - 2:1. ნიკა სათადარიგო იყო და მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. 

იმისთვის, რომ ტიტული გაენაღდებინა ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო, რამდენიმე საათში ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის რაკუვი ზაგლებიეს სტუმრობდა და თუ მოიგებდა, საჩემპიონო შანსს შეინარჩუნებდა, მაგრამ დამარცხდა - 0:1. გვილია 97-ე წუთზე შეცვალეს, გაგნიძე სათადარიგო იყო. ასე რომ ლეხს 71 ქულა აქვს და ყველასთვის მიუღწეველია, რაკუვი 66 ქულით მე-2 ადგილზეა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს. რაკუვი უტიტულოდ არ დარჩენილა - მაისის დასაწყისში გვილიასა და გაგნიძის გუნდმა 3:1 მოუგო თასის ფინალი ლეხს და ტიტულს დაეუფლა. 

29 წლის კვეკვეკირმა ლეხში მეორე სეზონი დაასრულა, ამ სეზონში მან ექსტრაკლასაში 28 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები