Thumbnail

მარცხი ფინალში - ოქსანა კალაშნიკოვამ პარიზში გამოსვლა დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა/მიუ კატო 7:5, 4:6 4:10 ბეატრიზ ჰადადი/კრისტინა მლადენოვიჩი
  • გამარჯვების შემთხვევაში, კალაშნიკოვა ჩელენჯერზე მე-3 ტიტულს მოიგებდა

პარიზში WTA-ის ჩელენჯერის (ტროფეი ლაგარდერი) წყვილთა ფინალში ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელ მიუ კატოს დუეტი ძალიან ახლოს იყო ტიტულთან, ქართველმა და იაპონელმა პირველი სეტი 7:5 მოიგეს, მეორეში 4:3-ს იგებდნენ და აწვდიდნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ მასპინძელ კრისტინა მლადენოვიჩთან (100) და ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადადთან (52) - 7:5, 4:6, 4:10. პარიზული ფინალი საათ-ნახევარს გაგრძელდა. 

კალაშნიკოვასა და კატოს წყვილი პარიზში მე-2 ნომრად იყო განთესილი, ხოლო მეტოქეები ტურნირის პირველი ნომრები იყვნენ. 31 წლის ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში მსოფლიოს 78-ე ჩოგანია. WTA-ის ტურზე მას 4 ტიტული აქვს მოპოვებული, ჩელენჯერზე კი - ორი. 

კომენტარები

ბოლო ამბები