- ჩელსი 0:0 (პენ-5:6) ლივერპული
- ლივერპულმა FA CUP 16 წლის შემდეგ მოიგო
უემბლიზე გამართული FA CUP-ის ფინალი დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. ძირითადი და დამატებით დრო 0:0 დასრულდა. აღსანიშანვია, რომ მატჩის 32-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ეგვიპტელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს.
ლივერპულმა პენალტების სერიაში 6:5 მოიგო. ჩელსის მხრიდან პირველი თერთმეტმეტრიანი სეზარ ასპილიკუეტამ გააფუჭა, რის შემდეგაც 4:4-ზე სადიო მანემ მე-5 პენალტს ურტყამდა და გატანა ვერ მოახერხა.
მე-7 პენალტი ჩელსის მხრიდან მეისონ მაუნთმა გააფუჭა, რის შემდეგაც ბერძენმა კონსტანტინოს ციმიკასმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ლივერპულს FA CUP 16 წლის შემდეგ მოაგებინა.
კომენტარები