Thumbnail
  • ნოვაკ კჯოკოვიჩი 6:4, 6:3 კასპერ რუდი
  • 📅 15 მაისი | 🏟 სტადიო დელ ტენის დი რომა | ⌚ 18:00 | 🎾 ჯოკოვიჩი V ციციპასი

რომში ATP ტურის 1 000-იანი ტურნირზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნორვეგიელი კასპერ რუდი (10) ორ სეტში დაამარცხა, 6:4, 6:3 და მასტრერსის ფინალში გავიდა. ეს "ნოლესთვის" ATP-ის ეგიდით მეათასე გამარჯვებაა!

Internazionali BNL d'Italia-ის ნახევარფინალში სერბი ჩოგბურთელის უპირატესობა მე-5 ნომრად განთესილ სკანდინავიელზე აშკარა იყო, ტურნირის ფავორიტი მეტოქეს საათსა და 43 წუთში გაუმკლავდა და ახლა ფინალი სტეფანოს ციციპასთან (5) ელის. მე-4 ნომრად განთესილმა ბერძენმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მე-2 ნომრად განთესილი ალექსანდერ ზვერევი (გერმანია. 3) - 4:6, 6:3, 6:3. 

რომის მასტერსის 5-გზის გამარჯვებული ჯოკოვიჩი იტალიის დედაქალაქში ფინალში ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-12-ედ გავიდა. თუ ციციპასს დაამარცხებს თავისსავე რეკორდს გააუმჯობესებს მასტერსზე მოგებების რიცხვით (38-ე ტიტულს მოიგებს). 

ჯოკოვიჩი ფინალში მის მეტოქეს ტურზე 7:2-ს, ხოლო თიხნარზე 4:0-ს უგებს და მორიგი ტიტულის მოგების აშკარა ფავორიტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები