Thumbnail

ბლახოვიჩმა რაკიჩი დაამარცხა - ავსტრიელმა ბრძოლა მოულოდნელი ტრავმით დაასრულა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • იან ბლახოვიჩი ისევ ქამრისთვის იბრძოლებს
  • ბრძოლას ქულებით რაკიჩი იგებდა, თუმცა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა

დღეს, ლას ვეგასში UFC-ის ოქტაგონზე ერთმანეთს ქვე-მძიმე კატეგორიის ორი მებრძოლი - დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, იან ბლახოვიჩი და რეიტინგში მესამე ნომერი - ალეკსანდრ რაკიჩი დაუპირისპირდნენ.

პირველი ორი რაუნდის მიხედვით, ბრძოლას ქულებით წარმოშობით სერბი ავსტრიელი - ალეკსანდრ რაკიჩი იგებდა, თუმცა მესამე რაუნდში რაკიჩი მოულოდნელად ოქტაგონზე დაეცა და ხელი მუხლზე მოიკიდა.

მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ბლახოვიჩმა დაპირისპირება ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. აღმოჩნდა, რომ რაკიჩს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და ბრძოლის გაგრძელება სწორედ ამ მიზეზით ვეღარ შეძლო.

იან ბლახოვიჩი, მომდევნო ჩხუბს გლოვერ ტეიშეირას წინააღმდეგ გამართავს. შარშან, სწორედ 42 წლის ბრაზილიელთან დაკარგა მან ქამარი და წელს მის დაბრუნებას შეეცდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები