Thumbnail

არსენალი უფორვარდოდ რჩება - ვის დაიმატებს არტეტა ივნისში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მიკელ არტეტას წინაშე ორი რეალური ვატიანტია
  • კალვერტ-ლუინი თუ ჟეზუში, რომელთანაც სიტიშიც უმუშავია

ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელის, მიკელ არტეტას მთავარი სატრანსფერო მიზანი წელს ისეთი ფორვარდის დამატება იქნება, რომელიც სეზონში 20 და მეტ გოლს იტანს. ესპანელს, ამ ნაბიჯით პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელის მოძებნაც სურს.

ედი ნკეიტას და ალექსანდრ ლაკაზეტს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი ივნისში უფორვარდოდ რჩება. როგორც "დეილი ექსპრესი" წერს, არსენალის მთავარი სამიზნე ევერტონის ფორვარდი - დომინიკ კალვერტ-ლიუინი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბი კალვერტ-ლიუინის დამატებას შარშანაც ცდილობდა. არსენალში თვლიან, რომ როგორც ფეხბურთელი და როგორც ინდივიდი, ინგლისის ნაკრების ფორვარდი კლუბის ხასიათს და სათამაშო სტილს კარგად მიესადაგება.

მეორე ვარიანტი, რომელიც არტეტას წინაშეა, ეს სიტის ფორვარდი - გაბრიელ ჟეზუშია, რომელიც გუნდს წელს დატოვებს და თავისი ძალების დამტკიცებას, ჰაალნდთან კონკურენციაში აღარ შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები