Thumbnail

'ნეტფლიქსის შოუ არ მომწონს' - ბლახოვიჩი ინტერვიუზე The Witcher-ის მედლით გამოვიდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს, იან ბლახოვიჩმა UFC-ის ოქტაგონზე ალეკსანდრ რაკიჩი დაამარცხა. ჩხუბზე, პოლონელი ბარბაროსი კონანის მუსიკალური თემით წარსდგა, ხოლო ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე მხედვარის პროტაგონისტის - გერალტის მედლით.

"დიახ, კონანი ძალიან მიყვარს..." - ამბობდა ბლახოვიჩი. "ბრძოლის წინ ვნახე კონანი, ბარბაროსი კონანი, კონანი გამანადგურებელი და წითელი სონია. წითელი სონი კონანის შესახებ არ არის, მაგრამ ალბათ იცით, რომ ფილმში კონანიც ჩანს."

ჟურნალისტის მომდევნო შეკითხვა ბლახოვიჩის მედალს შეეხო "კი, მხედვარის მედალია. წიგნები და თამაში ძალიან მიყვარს. ნეტფლიქსის შოუს დიდი ფანი არ ვარ..." - განაცხადა ბლახოვიჩმა პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, რომ "მხედვარი" ფენტეზის ჟანრის ცნობილი რომანთა სერიაა, რომელიც UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, იან ბლახოვიჩის თანამემამულე პოლონელის - ანჯეი საპკოვკის დაწერილი გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები