Thumbnail

ვიღაც ტყუის - ლევანდოვსკისა და ბაიერნის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • პოლონელი ფორვარდი გერმანული გრანდის დატოვებას აპირებს
  • კლუბმა და ფეხბურთელმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს

მიუნხენის ბაიერნის 33 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ კლუბისაგან კონტრაქტის შესახებ შეთავაზება არ მიუღია და 'რეკორდმაისტერის' დატოვება ამიტომ გადაწყვიტა. 

"ბაიერნისგან ახალ ხელშეკრულებაზე წინადადება არ მიმიღია და წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე. ახლა უკვე კლუბისა და ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ," - უთხრა პოლონელმა Bild-ს. 

ვოლფსბურგთან გამართული მატჩის (2:2) შემდეგ ცენტრფორვარდმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლა უნდოდა: "დიდი ალბათობით, მიუნხენელთა შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩავატარე". აღსანიშნავია, რომ ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ ახალ კონტრაქტზე უარი თავად რობერტმა თქვა: "შემატყობინა, რომ ჩვენი ახალი შეთავაზების მიღება არ სურს და კლუბის დატოვება უნდა". 

33 წლის პოლონელმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის ფორმით 46 შეხვედრა ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. ლევანდოვსკი ზედიზედ მეხუთედ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ბაიერნის მაისურით გატანილი ბურთებით მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება, 1 მატჩში საშუალოდ გატანილი გოლების რაოდენობით კი ლეგენდარულ გერმანელსაც სჯობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები