Thumbnail

ტოჩინოშინს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ლევანი მაისის ბაშოზე მეოთხედ დამარცხდა
  • ჯერჯერობით, ტოჩის თანაბარი ბალანსი აქვს

მაისის ბაშოზე ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ, ქართველი რიკიში ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ურასთან კატასუკაშის ილეთით დამარცხდა. 

ტოჩიმ საწყისი შეჯახების შემდეგ, თითქოს უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის ტავარას მიღმა გადაყვანასთან ახლოს იყო, თუმცა იაპონელმა რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა მოახერხა და ქართველი გოლიათი ძირს დასცა. 

8 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევანს 4:4-ზე ბალანსი აქვს და ხვალ დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდება. ბანძუკეში დასაწინაურებლად 34 წლის ტოჩინოშინს, მინიმუმ კიდევ 4 გამარჯვების მოპოვება სჭირდება. მიმდინარე სუპერტურნირზე გორგაძე მე-9 მაეგაშირას სტატუსით გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები