Thumbnail
  • ავთო ებრალიძე სავარაუდოდ დოქსას დატოვებს, მას რამდენიმე ვარიანტი აქვს
  • თემურ ქეცბაია 30 წლის ფეხბურთელს კარგად იცნობს

ფამაგუსტას ანორთოსისში ქართველ ფეხბურთელთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. Goal.philenews-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია დოქსას 30 წლის შემტევი ნახევარმცველის ავთო ებრალიძის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

კვიპროსული მედიის ცნობით, ქართველი სპეციალისტი თანამემამულის გადაბირებას ზაფხულში იმედოვნებს. ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები უცნობია, მაგრამ ავთოს სხვა კვიპროსული კლუბებიც იწვევენ. შესაძლოა, ის პორტუგალიაშიც დაბრუნდეს, საიდანაც ერთი წლის წინ დოქსაში აღმოჩნდა.

ანორთოსისში ამჟამად მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - გიორგი ლორია. რაც შეეხება ებრალიძეს, მან დოქსას მაისურით მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ავთო ებრალიძეს ლაგოსში, ევორაში, ოლივეირენსეში, ჟილ ვისენტეში, ვიზეუში, შავესში, ნასიონალში, ვოლუნტარსა და ლეიშოეშში აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრების მაისურით მას 3 მატჩი აქვს ჩატარებული და მაშინ ეროვნულ გუნდს სწორედ თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები