Thumbnail

'ლას ვეგასში ჩამოდი' - ევლოევმა თოფურიას შემდეგ ჭიკაძეც გამოიწვია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ინგუშმა მებრძოლმა მიზანში მეორე ქართველი ამოიღო
  • როგორც ჩანს, მოვსარს გიგასთან ბრძოლის მიღება სურს

ინგუშმა მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიასთან დაპირისპირების შემდეგ, ამჯერად კიდევ ერთი ქართველი გიგა ჭიკაძე თრეშ თოქისთვის გამოიწვია და 'ნინძას' ტვიტი გააზიარა. 

გიგამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა: "მე UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები." ევლოევმა კი ტვიტი გააზიარა და დააწერა: "4 ივნისს ლას ვეგასში ჩამოდი და ნახავ, როგორ ეჩხუბება მომავალი ჩემპიონი დან იგეს!" ამ დღეს დან იგეს წინააღმდეგ სწორედ მოვსარ ევლოევი გამოვა. 

გიგა ჭიკაძე UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მე-8 ნომერია, ევლოევი კი მე-13. იგესთან გამარჯვების შემთხვევაში ინგუში მე-10 პოზიციამდე აღზევდება. როგორც ჩანს, მოვსარმა მიზანში ჭიკაძე ამოიღო და მასთან ბრძოლის მიღება სურს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, დიდი ალბათობით გიგა მომდევნო ჩხუბს კორეელს ზომბთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები