Thumbnail
  • ინგლისის ჩემპიონის ვინაობა, სავარაუდოდ, ბოლო ტურში გადაწყდება
  • გვარდიოლამ კი ვესტ ჰემთან თამაშის შემდეგ საუთჰემპტონს მიმართა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ვესტ ჰემთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ საუთჰემპტონის ფეხბურთელებს ლივერპულის განადგურებისკენ მოუწოდა. 

"რას ვეტყოდი საუთჰემპტონს? მოუგეთ ლივერპულს 4:0! ჩვენ ბოლო ტურის წინ დიდი უპარატესობა გვაქვს: სახლში ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. სხვა კლუბებზე არ ვართ დამოკიდებული, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ. წარმატებისთვის სრული ძალით უნდა ვითამაშოთ. მეტოქიდან გამომდინარე, სამართლიანია, რომ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გადაწყდება. ორივე ძალიან კარგი გუნდი ვართ," - თქვა გვარდიოლამ. 

მერსისაიდელები საუთჰემპტონს 17 მაისს დაუპირისპირდებიან. ლივერპული 'ქალაქელებს' 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბოლო ტურში სიტი ასტონ ვილას შეხვდება, ლივერპული კი ვულვზს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები