Thumbnail
  • ბოლონია 82:76 პეზარო
  • არადა, სანამ კოჭს იტკენდა, თორნიკეს ბურთი არ ჰქონდა აცილებული
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში პეზაროს 82:76 სძლია, ცუდი კი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და სანამ კოჭს იტკენდა, საკმაოდ შედეგიანი თამაშიც ჰქონდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ფეხი მე-3 მეოთხედში დაიშავა, მანამდე კი, 13 წუთში აქტივში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი გააჩნდა.

თორნიკემ სამივე ორქულიანი და ორივე სამქულიანი ჩააგდო ანუ ტყორცნა არ აუცილებია, პასივში კი 1 პერსონალური ფოლი და 4 დაკარგვა ჰქონდა. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-4 მაჩვენებელი გახლდათ.

თუ რამდენად სერიოზულია შენგელიას ტრავმა მოგვიანებით გაირკვევა და სწორედ ამის შემდეგ გავიგებთ, შესძლებს თუ არა ის მონაწილეობის მიღებას მეოთხედფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში. ეს თამაში 17 მაისს არის დანიშნული და მასპინძელი ისევ ბოლონია იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები