Thumbnail
  • ლივერპულის გულშემატკივრები მოჰამედ სალაჰის გამო ნერვიულობენ
  • ეგვიპტელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი ალბათობით ითამაშებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლივერპულის ტრიუმფი ინგლისის ასოციაციის თასზე მოჰამედ სალაჰის ტრავმამ დაჩრდილა. მერსისაიდელთა ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი ჩელსისთან ფინალში 33-ე წუთზე შეცვალეს.

იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია - 28 მაისს, მადრიდის რეალთან ლივერპულს სალაჰი ისე სჭირდება, როგორც არასდროს.

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ლივერპულის გულშემატკივრები ცოტათი დაამშვიდა: “კარგად ვარ და ფინალისთვის, უდიდესი ალბათობით, მზად ვიქნები.” - თქვა მან ოპტიმისტურად.

სალაჰის მზადყოფნის იმედი აქვს კლოპსაც: “მომ მითხრა, რომ თამაშის გაგრძელება შეეძლო, მაგრამ რაღაცას გრძნობდა. არ გავრისკეთ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 100 პროცენტით მზად იქნება,” - აღნიშნა ლივერპულის გერმანელმა მწვრთნელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები