Thumbnail

მეტოქე ცუდად დაეცა - ტოჩინოშინმა მეხუთე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მეცხრე დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველმა სუმოისტმა მე-7 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ დაამარცხა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაცუ ბაშოს მეცხრე დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და მეხუთე ბრძოლა მოიგო. ბაშოს სტარტზე გორგაძეს ზედიზედ სამი მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც მან ბოლო 6 ბრძოლიდან 5 დაპირისპირება მოიგო.

ტოჩინოშინმა მეტოქეს აბისეტაოშის ილეთით აჯობა. ლევანს კიდევ 3 მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად, ის ახლა მე-9 მაეგაშირაა. ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ლევანი ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 5 მოგება და 4 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები