Thumbnail
  • ტენ ჰაგს დროის დაკარგვა არ სურს და აიაქსს ნაადრევად დატოვებს
  • იუნაიტედის მომავალმა მწვრთნელმა რონალდოზეც ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ერიკ ტენ ჰაგმა აიაქსთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა. ნიდერლანდელს ამსტერდამულ კლუბთან ხელშეკრულება ივნისის ბოლომდე აკავშირებდა, მაგრამ აიაქსმა დაადასტურა, რომ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნაადრევად წყდება. 

მიზეზი: ტენ ჰაგს არ უნდა, რომ დრო დაკარგოს. როგორც იცით, ის მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ინიშნება და სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაერთოს ახალ სამსახურზე.

“ჰო, ვჩქარობ, მაგრამ ეს ნამდვილად მჭირდება. ძალიან ბევრი საქმეა. ცხადია, დასვენებაც მჭირდება, მაგრამ დასასვენებელ დროს რომელიმე შუალედში ვიპოვი,” - განაცხადა ტენ ჰაგმა.

გარდა ამისა, მან კრიშტიანო რონალდოზეც გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, ინგლისური მედია წერდა, რომ ტენ ჰაგი პორტუგალიელის გუნდში დატოვების მომხრე არ იყო.

“მანჩესტერ იუნაიტედის დეტალური ანალიზი მხოლოდ ახლა დავიწყე. კლუბში ბევრი კარგი ფეხბურთელია. გუნდი უნდა ფუნქციონირებდეს, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ცხადია, რონალდოსთან ერთად. ის გიგანტია.” - აღნიშნა ტენ ჰაგმა.

კომენტარები

ბოლო ამბები