Thumbnail

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯარო კომენტარი პირველად გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა Kiss Kiss Napoli Radio-სთან ინტერვიუში 21 წლის ქართველი შემტევი ძალიან დადებითად დაახასიათა და თქვა, რომ მსგავსი ფეხბურთელები ყველა მწვრთნელისთვის სასურველია.

"კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოქნილი მოთამაშეა, რომელსაც მცირე სივრცეებშიც კარგად მოქმედება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, სერია A-ში კარგად ითამაშებს. კვარაცხელია ყოველთვის პოულობს სწორ გამოსავალს და მოედანზე ბრწყინვალე არჩევანის გაკეთება შეუძლია, ეს კი, ყველა მწვრთნელს მოსწონს. ბევრს დარბის, სწრაფია, ტექნიკურია, გოლებს იტანს და შესანიშნავი დარტყმა აქვს. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი დონის მოთამაშეები ძალიან საჭიროა", - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ქართველი შემტევი იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. ნაპოლიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები