Thumbnail

ლეგა A-ის პლეი ოფის პირველი წრის მატჩში ვირტუსის ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო - ბოლონიურმა კლუბმა პეზარო 82:76 დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა. თოკომ მე-3 მეოთხედში კოჭი იღრძო, მან მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა და აღარ დაბრუნებულა - 13 წუთში 12 ქულა მაინც მოასწრო.

იტალიური მედიის ინფორმაცია არ არის დამაიმედებელი: "დიდი ალბათობით, კოჭის ტრავმა სერიოზულია", ასეთია პირველადი დასკვნა - "ის პეზაროსთან სერიას დანამდვილებით გამოტოვებს და არა მარტო". მოკლედ, პირველადი პროგნოზის მიხედვით, ტრავმა სერიოზულია. ვირტუსის ექიმები უახლოეს საათებში უფრო კონკრეტულად განსაზღვარავენ, რამდენად სერიოზულია თორნიკეს ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაწყვიტა კონტრაქტი მოსკოვის ცსკა-სთან და ვირტუსში გადავიდა. თოკომ გუნდთან ერთად რეგულარული სეზონი და ევროკაპი მოიგო. შენგელიას ივლისის დასაწყისში სანაკრებო მატჩებიც უწევს - მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველო უკრაინას რიგაში ესტუმრება და ესპანეთს თბილისში ახალ დარბაზში უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები