Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა სურს
  • კატალონიური გრანდის მთავარი მიზანიც მისი შეძენაა
  • პოლონელის აგენტი შეეცდება, ბაიერნი დაითანხმოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

რამდენიმე დღეა, რობერტ ლევანდოვსკი სატრანსფერო დისკუსიების ყურადღების ცენტრშია. პოლონელ გოლეადორს ბაიერნთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება და მისი გაგრძელება არ სურს. მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ პოლონელის ახლავე გაყიდვას გამორიცხავენ და აიძულებენ, რეკორდმაისტერში კონტრაქტი ბოლომდე შეასრულოს - მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში გაისად მისი უფასოდ დათმობა მოუწევთ. თუმცა, ლევანდოვსკიმ მათ აცნობა, რომ ამ ზაფხულშივე სურს ბაიერნიდან წასვლა. მისი მიზანი ბარსელონაში გადასვლაა (ჩელსის ინტერესს გერმანული მედია არ ადასტურებს).

33 წლის ცენტრფორვარდის გადაბირება კატალონიურ გრანდსაც ძალიან უნდა. შესაძლო ტრანსფერზე ბარსას სპორტულმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ ისაუბრა: “ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა კლუბს, ყველა ფეხბურთელს და მათ კონტრაქტებს. როდესაც სეზონი დასრულდება და სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, იმედი გვაქვს, ჩვენი მიზნების მიღწევას შევძლებთ. ჯერჯერობით კი შესაძლო ტრანსფერებზე ლაპარაკი არ გვსურს. სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება და მერე ვილაპარაკოთ.”

ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა ახლავე სურს

გერმანული Sport 1-ის ინფორმაციით, ლევანდოვსკის აგენტმა პინი ზაჰავიმ ბარსელონასთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია. გამოცემის ცნობით, მხარეები 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაც 33 წლის თავდამსხმელისთვის იდეალური ვარიანტია. ახლა, ლევანდოვსკის აგენტმა ბაიერნზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და რეკორდმაისტერს პოლონელის ახლავე დათმობა აიძულოს.

კომენტარები

ბოლო ამბები