Thumbnail
  • პსჟ-ის სუპერვარსკვლავი 2023 წლიდან MLS-ში გადაბარგებას აპირებს
  • არგენტინელი თავდამსხმელი ინტერ მაიმის აქციების შეძენას აპირებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელისთვის ლიონელ მესისთვის მომავალი სეზონი ევროპაში შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. ასეთ ვარაუდს ესპანური მედია გამოთქვამს, რომლის ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2023 წლის ზაფხულში MLS-ში გადაბარგებას აპირებს.

როგორც ირკვევა, 34 წლის თავდამსხმელი თავის მომავალს ინტერ მაიამის დაუკავშირებს და მას არამხოლოდ მოედანზე გააძლიერებს. ლიონელ მესი კლუბის აქციონერობას აპირებს და მისი 35%-ის მფლობელი გახდება.

ამრიგად, ლეო შეუერთდება იმ ბიზნესპროექტს, რომელიც ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს ეკუთვნის. არსებული ინფორმციით, მხარეებს შორის ამასთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამერიკაში გადაბარგებამდე კი მესი პარი სენ-ჟერმენთან გაფორმებულ კონტრაქტს არ დაარღვევს, რომელსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის. შესაბამისად, ლეო მომავალ სეზონსაც პარიზში გაატარებს.

ლიონელ მესისა და დევიდ ბექჰემს თანამშრომლობა ინტერ მაიამიში მოუწევთ 

7 "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი პარიზულ კლუბში 2021 წლის ზაფხულში, ბარსელონასთან განშორების შემდეგ გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა საკლუბო ტურნირის 33 მატჩში ითამაშა, 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები