Thumbnail

ნარდში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პროფესიონალთა და პირველ ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა
  • გამარჯვებულები ემზარ კიკალიშვილი და მიხეილ ბურძგლა გახდნენ

14 მაისს, ნარდში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებულია ემზარ კიკალიშვილი, ხოლო პირველი ლიგაში ტური მიხეილ ბურძგლამ მოიგო.

პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული
I ადგილი - ემზარ კიკალიშვილი
II ადგილი - რევაზ ცხოვრებაშვილი
III-IV ადგილი - თამაზ გიორგობიანი
III-IV ადგილი - ვალერიან თორელი
V ადგილი - ბაქარ მათიკაშვილი

პირველი ლიგის საპრიზო ხუთეული
I ადგილი - მიხეილ ბურძგლა
II ადგილი - თამარ ფულარია
III ადგილი - მაია გვენცაძე
IV ადგილი - ანა წიკლაური
V-VI ადგილი - მარიანა ქათამიძე
V-VI ადგილი - დოდო შალამბერიძე

საქართველოს ჩემპიონატში მორიგი, მე-6 ტური 18 ივნისს გაიმართება, 25-26 მაისს კი სასტუმრო "ibis Tbilisi Stadium"-ში 2022 წლის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშება მოეწყობა.

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2022-ის" პარტნიორები არიან: მსოფლიო ნარდის ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები