Thumbnail

ბოლო წამს შემოატრიალა - ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეექვსედ მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მეათე დღის ორთაბრძოლა მოიგო
  • ქართველმა სუმოისტმა მე-12 მაეგაშირა სადანოუმი დაამარცხა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაცუ ბაშოს მეათე დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში სადანოუმის დაუპირისპირდა და მეექვსე ბრძოლა მოიგო. ბაშოს სტარტზე გორგაძეს ზედიზედ სამი მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც მან ბოლო 7 ბრძოლიდან 6 დაპირისპირება მოიგო.

ტოჩინოშინმა მეტოქეს იორიკირის ილეთით აჯობა, თუმცა, დიდი ბრძოლა გადახდა, რადგანაც მარცხთან თავადაც ძალიან ახლოს იყო. ერთ ეპიზოდში თითქოს ქართველმა ტავარას მიღმა ქუსლიც გადგა, თუმცა, როგორც ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯთა კომისიამ დაადგინა, ლევანს წესი არ დაურღვევია.

ახლა, ტოჩინოშინს კიდევ 2 მოგება სჭირდება დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად. ის ახლა მე-9 მაეგაშირაა. გორგაძე ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს მე-15 მაეგაშირა აზუმარიუს შეხვდება. ტოჩინოშინს ამ ბაშოზე 6 მოგება და 4 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები