Thumbnail

'უფასოდ თუ წახვალ, მოგსპობ' - სკანდალი გიორგი მამარდაშვილის კლუბში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ესპანურ მედიაში ვალენსიას პრეზიდენტის ანილ მურტის ჩანაწერი გამოქვენდა
  • კლუბის ბოსს ნახევარმცველის კარლოს სოლერის უფასოდ გაშვება არ სურდა
  • ვალენსიამ გავრცელებულ ჩანაწერს ფალსიფიკაცია უწოდა 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გიორგი მამარდაშვილის კლუბის ვალენსიას პრეზიდენტის ანილ მურტის წინააღმდეგ სკანდალი აგორდა. ესპანურ მედიაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც "ღამურების" ბოსი გუნდის ნახევარმცველ კარლოს სოლერს ემუქრება, რათა ეს უკანასკნელი გუნდიდან უფასოდ არ წავიდეს. 

შესაძლო ტრანსფერზე საუბარი იანვარში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ 25 წლის ფეხბურთელი მაინც ვალენსიაში დარჩა.

"კარლოსი არ მალავს, რომ წასვლა სურს და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მას ჰყავს ოჯახი და სურს, ისე წავიდეს, რომ კლუბთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და მის ოჯახს ქუჩაში გასვლა მშვიდად შეეძლოს. მე ვეუბნები: "მომეცი წინადადება". თუკი იანვარში უფასოდ წავა, მე მას პრესით მოვსპობ. 100 ათას ევროს დავხარჯავ, რომ გავანადგურო. ვალდებული ხარ, ფული შემოიტანო. შენ აკადემიის აღზრდილი ხარ და კლუბმა შენში ფული ჩადო", - აქვეყნებს გამოცემა ანილ მურტის სიტყვებს.

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელის გადაბირებით ბარსელონაა დაინტერესებული

მოგვიანებით ამის პასუხად ვალენსიამ განცხადება გაავრცელა. 

"Superdeporte-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, რედაქტირებული და ფალსიფიცირებულია, რათა საუბრის კონტექსტი გაყალბებულიყო. ამასთან ერთად, Superdeporte-მ ჩანაწერების გამოქვეყნებით, რომელიც კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის ნორმებიც დაარღვია. თანაც, ის ჩაწერილია საფეხბურთო კლუბ ვალენსიას პრეზიდენტის ანილ მურტის ნებართვის გარეშე. ეს ნაბიჯი ვალენსიას წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც Superdeporte ბოლო თვეებში ახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

25 წლის კარლოს სოლერი ვალენსიას აკადემიის აღზრდილია

კარლოს სოლერმა, რომელსაც ვალენსიასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 11 გოლი და მითვალა 5 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები