Thumbnail

ბასილაშვილი ჟენევის ტურნირის მერვედფინალში გავიდა და ძალაც დაზოგა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 6:4 (Ret.) ბანისი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიაში პირველი წრე გაიარა

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაწყებული ტურნირი (საპრიზო ფონდი 597 900 ევრო) მოგებით გახსნა.

საქართველის პირველი ჩოგანი Gonet Geneva Open-ის სასტარტო შეხვედრაში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს გაეჯიბრა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს პირველი სეტიც მოუგო, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე ჩაეხსნა.

ნიკამ 32 წლის არგენტინელს პირველივე მოწოდება მოუგო, თუმცა, სეტის შუაწელისთვის წინ მაინც მეტოქე იყო (4:3). ქართველმა ჩოგბურთელმა მობილიზება მოახერხა, 4:4-ზე კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა და სეტი 6:4 მოიგო.

როგორც სჩანს, არგენტინელს გარკვეული დისკომფორტიც აწუხებდა, რის გამო აღნიშნულის მერე თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ნიკოლოზი მერვედფინალში ძალის დაზოგვით გავიდა.

თუ ვინ იქნება მე-5 განთესვის მქონე ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ესპანელი პაბლო ანდუხარისა და პორტუგალიელი ჟოაო სოუზას მატჩი დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები