- ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შეხვდება
- ბასილაშვილი ჟენევის ტურნირის მერვედფინალში გავიდა და ძალაც დაზოგა
- მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 597 900 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.
მე-2 რაუნდში ქართველ ჩოგბურთელს თამაში პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან მოუწევს, რომელმაც სასტარტო შეხვედრაში ესპანელ პაბლო ანდუხარს 6:1, 6:4 სძლია.
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ ნიკოლოზმა ფაკუნდო ბანისის ბარიერი დასძლია. საქართველოს პირველი ჩოგანი არგენტინელს 6:4-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ბასილაშვილს 33 წლის სოუზასთან ერთხელ უკვე უთამაშია და ის მატჩი წაგებული აქვს. 2018 წელს მაროკოს ქალაქ მარაკეშში გამართულ ტურნირზე ჟოაომ 6:2, 4:6, 6:1 იმარჯვა.
ცნობილია ისიც, რომ სოუზასთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ძალებს კანადელი დენის შაპოვალოვისა და ბელარუს ილია ივაშკას წყვილში უმჯობესთან მოსინჯავს.
კომენტარები