Thumbnail

როლან გაროსი | გორგოძემ საკვალიფიკაციო ბადეში პირველი მატჩი მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 6:2, 6:2 ბოისონი
  • ქართველ ჩოგბურთელს ფრანგთან თავისი მოწოდება არ წაუგია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაში სასტარტო შეხვედრა მოიგო და მე-2 წრეში გააღწია.

მე-8 ნომრად განთესილ გორგოძეს გასულ შეხვედრაში პრობლემები არ შექმნია. მისი მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგი ლუის ბოისონი იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ათასეულშიც კი არ ფიგურირებს და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ეკოს სათანადო წინააღნდეგობა ვერ გაუწია.

გორგოძემ როლან გაროსის პირველ მატჩში, საათზე ოდნავ მეტ დროში 6:2, 6:2 იმარჯვა. ქალთა შორის საქართველოს პირველ ჩოგანს ორ-ორი ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 6-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ წაუგია.

გორგოძეს მოგების კარგი შანსი აქვს საკვალიფიკაციო ბადის მე-2 რაუნდშიც, რადგანაც ასევე “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგების – ოსეან ბაბელისა და ალის რამეს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ორივე აღნიშნულ ჩოგბურთელს დაბალი რეიტინგი აქვს, მაშინ, როდესაც ეკო მსოფლიოს 109-ე ჩოგანია და ეს, მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები