Thumbnail

'ახლა შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ' - ბლექპულის ფეხბურთელის ქამინგ აუთი

  • ბლექპულის 17 წლის ნახევარმცველმა ჯეიკ დენიელსმა გამოაცხადა, რომ გეია
  • ინგლისელმა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრა

ინგლისური საფეხბურთო კლუბის ბლექპულის ნახევარმცველი ჯეიკ დენიელსი, 32-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატის პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც გამოაცხადა, რომ გეია. 17 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც ორიენტაციის შესახებ მედიასთან ისაუბრა, ცოტა ხნის წინ ბლექპულის მთავარ გუნდში ითამაშა და ჩემპიონშიპში დებიუტი ჰქონდა.

"ეს ამისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ადამიანებს საკუთარი ისტორია ვუამბო. მსურს, რომ მიცნობდნენ ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვარ.

ხუთი-ექვსი წლის ასაკში მივხვდი, რომ გეი ვიყავი. ამრიგად, დიდი ხნის განმავლობაში სიცრუეში ვიცხოვრე. მეგონა, როცა გავიზრდებოდი, მეყოლებოდა მეგობარი გოგონა და შევიცვლებოდი. მაგრამ მოგვიანებით ხვდები, რომ შეუძლებელია ასე უბრალოდ შეიცვალო. ეს ასე არ ხდება. 

არ შემეძლო ამაზე მელაპარაკა და ეს შინაგანი ბრძოლა იყო. მაგრამ აღარ შემიძლია მოვიტყუო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი ვთქვი ჩემი ოჯახის წევრებთან, კლუბსა და თანაგუნდელებთან, სტრესი გაქრა. ეს ჩემს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეც იასახა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ", - ამბობს ჯეიკი.

დენიელსი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მეორე პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ გამოაცხადა. 1990 წელს ქამინგ-აუთით ჯასტინ ფაშანუ გამოირჩა, რომელიც სხვადასხვა დროს ვესტ ჰემში, მანჩესტერ სიტიში, ნიუკასლში, ნოტინგემ ფორესტსა და სხვა ინგლისურ კლუბებში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები