Thumbnail

სიტი გიუნდოგანს უშვებს - გერმანელით ესპანური გრანდები დაინტერესდნენ

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მანჩესტერ სიტის გიუნდოგანის გაშვება სეზონის დასრულების შემდეგ სურს
  • გერმანელი ნახევარმცველის დამატებით რეალი და ბარსელონა დაინტერესდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

ინგლისური მედიის ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ სიტი ილქაი გიუნდოგანთან გამომშვიდობებას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა გერმანელ ფეხბურთელს, რომ ზაფხულში მას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

31 წლის ნახევარმცველს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. როგორც ჩანს, "ქალაქელები" გიუნდოგანთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, ინგლისური კლუბის მიზანი გერმანელის სეზონის ბოლოს გაყიდვაა, რათა მომავალ წელს ილქაის სიტის დატოვება სრულიად უფასოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ილქაი გიუნდოგანის სახელი უკვე დაუკავშირეს რამდენიმე კლუბს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ნახევარმცველით ორი ესპანური გრანდი მადრიდის რეალი და ბარსელონა ინტერესდებიან. ჯერჯერობით უცნობია თავად გიუნდოგანის პოზიცია.

გერმანელი ნახევარმცველი მანჩესტერ სიტიში 2016 წელს, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა. გიუნდოგანმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები