Thumbnail

გერმანელი მოკრივე რინგზე გულის შეტევით გარდაიცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მუსა იამაკმა გონება დაკარგა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
  • პოლიციაში აცხადებენ, რომ ხალხის მასამ ექიმების ბრიგადას ხელი შეუშალა

თურქული წარმოშობის გერმანელი მოკრივე მუსა იამაკი რინგზე გარდაიცვალა, მიზეზად კი გულის შეტევა სახელდება.

Bild-ის ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იამაკი უგანდელ ჰამზა ვანდერს ეჩხუბებოდა. მე-3 რაუნდის წინ მუსამ გონება დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ მძიმე მომენტში რინგზე ნამდვილი ქაოსი სეუფევდა. მოკრივეს უამრავი ადამიანი შემოეხვია, ყველა მის გადარჩენას ცდილობდა, რეალობაში კი, ხელი იმ სამედიცინო ბრიგადასაც შეუშალეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა. სხვა საქმეა, რომ გერმანელი მოკრივის გუნდში ეს ინფორმაცია უარყვეს:

“ტყუილია! მედიკოსების მოსვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენას ხალხი ნამდვილად ცდილობდა, თუმცა, როდესაც ექიმები გამოჩნდნენ, მათ ყველანაირად ვეხმარებოდით. ჩვენი ძმა რინგზე დაიღუპა, პოლიციელები კი ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და გვიყვიროდნენ”.

ცნობისთვის, 38 წლის მუსა იამაკი პროფესიონალურ კრივში 2017 წლიდან იყო ჩართული და რვა ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები