- რამდენად რეალურია ფიფასა და 2K-ს თანამშრომლობა
- ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კომპანიის დირექტორმა გააკეთა
- ახალი სახელი, უკეთესი თამაში? FIFA-ს დასასრული დადასტურდა
გასულ კვირას ოფიციალურად დადასტურდა, რომ EA და FIFA თანამშრომლობას 2023 წლის გაზაფხულიდან შეწყვეტენ. ცნობილია ისიც, რომ ყველასთვის საყვარელ საფეხბურთო სიმულატორს FIFA-ს ნაცვლად EA Sports FC ერქმევა.
ამ ამბის შემდეგ არაერთი აზრი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გადაწყვეტს ფიფა: რომელ დეველოპერულ კომპანიასთან ითანამშრომლებს ორგანიზაცია, რათა ახალი თამაში შექმნას. სავარაუდო ვარიანტებს შორის ამერიკული ჰოლდინგ კორპორაცია Take-Two ფიგურირებს, რომელიც ვიდეოთამაშების გამომცემელ კომპანია 2K-ს ფლობს.
Take-Two-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტრაუს ზელნიკმა FIFA-სთან შესაძლო თანამშრომლობაზე კომენტარი გააკეთა: “ჩვენი კომპანია სპორტში ინვესტიციის გაფართოებითაა დაინტერესებული. FIFA-ს მსოფლიოში შესანიშნავი ბრენდი და წარმოუდგენელი გავლენა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება დეველოპერულ კომპანია 2K-ს, ის ისეთი ცნობილი თამაშების მწარმოებელია, როგორებიცაა: NBA 2K, PGA Tour 2K, BioShock, Borderlands და სხვები. აღნიშნულ მოვლენებს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინოც გამოეხმაურა: “FIFA ერთადერთი ორიგინალური სახელია და ის ყოველთვის საუკეთესოდ დარჩება”.
EA Sports-ის გენერალური მენეჯერი კამ ვებერი კი საკუთარი კომპანიის დამსახურებაზე საუბრობს: “ჩვენ შევქმენით უნიკალური სალიცენზიო პორტფოლიო, რომელშიც 19000-ზე მეტი მოთამაშე, 700 გუნდი, 100 სტადიონი და 30 ლიგა შედის. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, რომელსაც EA Sports FC-ში გამოვიყენებთ".
კომენტარები