Thumbnail

Sportmediaset-ის ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ნაპოლიდან ლორენცო ინსინიეს წასვლაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ინსინიეს დიდებული ფეხბურთელი შეცვლის.

"ინსინიე ნეაპოლელებს ისე არ უყვარდათ, როგორც ტოტი უყვარდათ რომში. ლორენცო შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ არასდროს ტოვებდა ისეთი ჩემპიონის განცდას, როგორიც ტოტი იყო. ინსინიე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ტოპკლასის მოთამაშეები სხვები იყვნენ. მისი ტორონტოში წასვლა, როგორც ლორენცოს, ისე კლუბის არჩევანი იყო. ასევე ვიტყვი, რომ ვინც მას ჩაანაცვლებს, ხვიჩა კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია - მიუხედავად რთულად გამოსათქმელი სახელისა და გვარისა", - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ლორენცო ინსინიე მშობლიურ კლუბს უკვე დაემშვიდობა და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები