Thumbnail

მსხვერპლი თოფურიასთვის: UFC-მ ქართველთან ჩხუბი ბარბოზას შესთავაზა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 36 წლის ბრაზლიელი ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-12-ეა
  • ედსონ ბარბოზა ბოლოსწინა ჩხუბში გიგა ჭიკაძემ დაანოკაუტა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ესპანური ევროსპორტის წამყვანმა ალვარო კოლმენერომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ილია თოფურიასთან ჩხუბი ბრაზილიელ ვეტერან მებრძოლ ედსონ ბარბოზას შესთავაზეს. 

წყაროს ცნობით, ბრძოლის სავარაუდო თარიღი 16 ივლისია, თუმცა ბარბოზა ტრავმებს იშუშებს და ჯერ არავინ იცის, დათანხმდება თუ არა მატჩს ნახევრადმსუბუქი წონის მე-12-ადგილოსანი… მაგრამ, ედსონი ისეთი პოზიციაშია, რომ ასარჩევად საქმე ნამდვილად არ აქვს - 36 წლის მებრძოლმა UFC-ში გამართული ბოლო 10 ბრძოლიდან 7 წააგო, მათ შორის ერთში გიგა ჭიკაძესთან ნოკაუტით დამარცხდა.

როგორც წესი, ორგანიზაცია ასეთ სპორტსმენებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებს და მათ არჩევანის გაკეთების საშუალება ნაკლებად აქვთ. თუ ბარბოზა ჯანმრთელად იქნება, ჩხუბს თავიდან ვერ აირიდებს.

თუ ბრძოლა შედგა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაუპირისპიროს ბრაზილიელმა ახალგაზრდა ქართველს. ცხადია, ბარბოზა კარიერის საუკეთესო წლებში ყველასთვის ურთულესი მეტოქე იყო, ხაბიბ ნურმაგომედოვმაც ედსონი მხოლოდ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. მაგრამ ამ ასაკში უკვე საგრძნობი რეგრესი აქვს და მასთან ჩხუბის შემთხვევაში, ილია თოფურია აშკარა ფავორიტი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ნახევრადმსუბუქ წონაში მე-15 პოზიციაზეა, ბარბოსა კი მასზე 3 ადგილით წინ, მაღალი ალბათობით, თოფურია ბარბოზას დაფინიშებას მოახერხებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაბიჯით UFC ილიას რეიტინგში დაწინაურებისა და მისი ცნობადობის ამაღლებას ცდილობს, მსხვერპლად კი ბარბოზას სწირავს. სარგებელს ბრაზილიელიც მიიღებს - ამგვარი ჩხუბის სანაცვლოდ ვეტერანები ბონუსად 2 ან 4-ბრძოლიან კონტრაქტს იღებენ, რაც კარიერის ბოლოს ჯიბეში აღმოჩენილ რამდენიმე ათეული ათასი დოლარით მეტს ნიშნავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები